Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორი, დემოკრატიული პარტიის წევრი


ამერიკელი სენატორი, დემოკრატიული პარტიის წევრი კონეკტიკუტის შტატიდან,

ამერიკელი სენატორი, დემოკრატიული პარტიის წევრი კონეკტიკუტის შტატიდან,
ჯოზეფ ლიბერმანი თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის გადადგომის მოწოდებით გამოვიდა. "აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერაყში სამხედრო ოპერაციების განხორციელება ქვეყანაში მშვიდობისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად მხოლოდ მოიგებს პენტაგონის ხელმძღვანელობის გარკვეული გადახალისებით." მთლიანობაში ლიბერმანი მხარს უჭერს ერაყში პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკას. ახლახან ლიბერმანი პირველად პარტიულ არჩევნებში დამარცხდა საკუთარ შტატში. დემოკრატიულმა პარტიამ უარი თქვა მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე სენატის შუალედურ არჩევნებში ნოემბერში. უპირატესობა მიენიჭა ლიბერმანის მეტოქეს, რომელიც მწავედ აკრიტიკებს ერაყში შეერთებული შტატების პოლიტიკურ კურსს.
XS
SM
MD
LG