Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში, უზენაეს ტრიბუნალში გრძელდება სადამ


ბაღდადში, უზენაეს ტრიბუნალში გრძელდება სადამ ჰუსეინის მეორე სასამართლო პროცესი.

ბაღდადში, უზენაეს ტრიბუნალში გრძელდება სადამ ჰუსეინის მეორე სასამართლო პროცესი.
ამჯერად მას ბრალი ედება ჩრდილო ერაყში ქუთრების წინააღმდეგ გენოციდსა და სამხედრო დანაშაულში. ერაყის ყოფილ პრეზიდენტსა და კიდევ ექვს ბრალდებულს ასამართლებენ მათი როლისთვის 1987-88 წლებში ანფალის ოპერაციაში. ჰუსეინმა უარი თქვა მოსამართლისთვის პასუხის გაცემაზე. "თქვენ, აქ მსხდომნი, წარმოადგენთ ოკუპანტებს და არა ჩვენს ქვეყანას. არა, არ ვაპირებ გიპასუხოთ შეკითხვაზე, ვინაიდან მე ვარ სადამ ჰუსეინ ალ-მაჯიდი, ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტი და ერაყის გმირი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი." გამოძიების თანახმად, 80-იანი წლების ბოლოს ერაყის ჯარებმა ქვეყნის ჩრდილოეთში ჩაატარეს სამხედრო ოპერაცია მომწამლავი გაზის გამოყენებით. მიახლოებითი შეფასებით, დაიღუპა ასი ათასამდე ქურთი. ბევრი რაიონი მთლიანად გაუკაცრიელდა. მანამდე სასამართლო განიხილავდა სადამ ჰუსეინისა და მისი გარემოცვის მიმართ ბრალდებას 1982 წელს შიიტურ სოფელ დუჯაილის მცხოვრებთა მასობრივ მკვლელობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG