Accessibility links

logo-print

დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს


დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს 11 პირს.

დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს 11 პირს.
ისინი დააკავეს შეთქმულებასთან დაკავშირებით, რომელიც შეერთებულ შტატებში მიმავალი ათი ავიალაინერის აფეთქებას ისახავდა მიზნად. როგორც ლონდონის პოლიციის ანტიტერორიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა პიტერ კლარკმა განაცხადა, დაკავებულთა ბინების გაჩხრეკისას აღმოჩნდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები, აგრეთვე ვიდეომასალა, მათ შორის მიმართვები, რომელთაც თვითმკვლელები წერენ ხოლმე ტერაქტის შესრულების წინ. ამ საქმესთან დაკავშირებით 23 ადამიანი იქნა დაკავებული. ერთი ქალი გაათავისუფლეს. თერთმეტი პატიმრობაში იმყოფება. ისინი ბრალდების გამოცხადებას ელიან.

XS
SM
MD
LG