Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ლუგარი მიიჩნევს,

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ლუგარი მიიჩნევს,
რომ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობო ძალები უნდა გავიდნენ. “აშშ მხარს უჭერს კონფლიქტის ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ამ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას და საქართველოს ნატოში ინტეგრაციას” – განაცხადა საქართველოში ვიზიტად მყოფმა სენატორმა სამშაბათს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. აშშ-ის სენატორთა დელეგაცია რიჩარდ ლუგარის ხელმძღვანელობით, ორ დღიანი სამუშაო ვიზიტით თბილისში სამშაბათს ჩამოვიდა. სამშაბათს დილითვე, ამერიკელი სენატორები პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს შეხვდნენ და ენერგომატარებლების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. იგეგმება მათი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და პარლამენტის წევრებთან. საქართველოს გარდა, სენატორი ლუგარი ეწვევა ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს.
XS
SM
MD
LG