Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში, ნატოს


სამხრეთი ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში, ნატოს საავიაციო იერიშების შედეგად,

სამხრეთი ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში, ნატოს საავიაციო იერიშების შედეგად,
თალიბანის მოძრაობის 11 მებრძოლი დაიღუპა. ამავე პროვინციაში მომხდარ სხვა ინციდენტებში - გზის პირას ჩადებული ნაღმების აფეთქების შედეგად - სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ბოლო თვეების მანძილზე თალიბებმა მკვეთრად გაააქტიურეს თავიანთი საქმიანობა სამხრეთ ავღანეთში. ივლისში ავღანეთში მოქმედი კოალიციური ძალების სარდლობა აშშ-მა ნატოს გადააბარა. უახლოეს მომავალში ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიწვევით შეერთებულ შტატებს ეწვევა.
XS
SM
MD
LG