Accessibility links

ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უზბეკეთში


ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უზბეკეთში საქმიანობა აეკრძალა

ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უზბეკეთში საქმიანობა აეკრძალა
აშშ-ის კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას: "კროსლინკ დეველოპმენტ ინტერნეშნლს". სასამართლომ მიიჩნია, რომ "კროსლინკმა" ხელისუფლებას არ მიაწოდა სათანადო ინფორმაცია საკუთარ საქმიანობაზე და იგი რამდენიმე სხვა დარღვევაშიც დამნაშავედ ჩათვალა. "კროსლინკი" 1992 წლიდან საქმიანობს შუა აზიის ქვეყნებში. იგი კრედიტებს აძლევდა გლეხებს, რომლებსაც საფერმერო ბიზნესის დაწყება ან გაფართოება სურდათ. მანამდე უზბეკეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა საბაბით დახურა უცხოეთის კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობები.
XS
SM
MD
LG