Accessibility links

logo-print

სამხედრო პოლიციამ საქართველოს საზღვაო ძალების


სამხედრო პოლიციამ საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი

სამხედრო პოლიციამ საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი
ლევან ბაქრაძე დააკავა. მას ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ქონების მითვისება ედება, განაცხადა სამხედრო პოლიციის უფროსმა ალექსანდრე სუხიტაშვილმა. საქმე ეხება 1997-2005 წლებს, როცა ბაქრაძე თავდაცვის სამინისტროში ჯერ საზღვაო ძალების სარდლის მოადგილედ, შემდეგ კი სარდლად მსახურობდა. გამოძიება მაღალჩინოსანს 40 000 ლარს ედავება. ლევან ბაქრაძე დღეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვის მიზნით დაიბარეს, რის შემდეგაც დააკავეს კიდეც. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG