Accessibility links

გაეროს მხრიდან ირანისთვის შეთავაზებული წინადადება


გაეროს მხრიდან ირანისთვის შეთავაზებული წინადადება ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკების შესახებ, წარმატებას ვერ აღწევს,

გაეროს მხრიდან ირანისთვის შეთავაზებული წინადადება ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკების შესახებ, წარმატებას ვერ აღწევს,
რადგან ირანის კვლვავ განაგრძობს ურანის გამდიდრების სამუშაოებს, განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დანა პერინომ. « ჩვენ გვესმის, რომ ირანს საკუთარი პასუხი სერიოზულად მიაჩნია და ამას ჩვენ ვსწავლობთ. ამასთანავე, ირანის პასუხი, არ აკმაყოფილებს გაეროს უშიშრეობის საბჭოს მიერ წაყენებულ პირობებს, რომელიც ირანისაგან ურანის გამდიდრების სამუშაოების სრულ და გამჭვირვალედ შეწყვეტას მოითხოვს. შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენ მჭიდროდ განვიხილავთ უშიშროების საბჭოს სხვა წევრებთან ერთად. » თეირანის დუმილით უკმაყოფილოა გერმანიაც. ირანი 22 აგვისტოს აცხადებდა მზად ყოფნას სერიოზულად განეხილა ინიციატივათა პაკეტი, რომელიც თეირანს სტიმულს აძლევს შეეჩეროს ბირთვული პროგრამა. ირანში უახლოეს დღეებში ჩასვლას გეგმავს გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ურანის გამდიდრების შესაჩერებლად ირანისათვის მიცემული ვადა 31 აგვისტოს იწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანს სანქციები ემუქრება.
XS
SM
MD
LG