Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული


საქართველოს მთავრობა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირების

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირების
სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ, 24 აგვისტოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში გამართული საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში მერაბ ანთაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სტრატეგიული გეგმა უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი. შეხვედრაზე კვლავ დაფიქსირდა ქართული მხარის მზადყოფნა, კოდორის ხეობაში საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარების შესახებ. ქართული მხარე ამ პროცესთან დაკავშირებით გაეროს მისიის წინადადებებს ელოდება. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის კოტე კემულარიას განცხადებით, სექტემბერი და ოქტომბერი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება, რადგან ბევრი სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზე ასევე ქვეყნის შიგნით.
XS
SM
MD
LG