Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა


საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ ის ბრძანებას გასცემს დამატებით 1600-ი ფრანგი სამხედრო გაგზავნოს ლიბანში,

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ ის ბრძანებას გასცემს დამატებით 1600-ი ფრანგი სამხედრო გაგზავნოს ლიბანში,
გაეროს მანდატით მოქმედი სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში. ამგვარად ფრანგული კონტინგენტის რაოდენობა 2.000 ჯარისკაცს მიაღწევს. « ორი დამატებითი ბატალიონი, 1600 კაცის შემადგენლობით, გააფართოვებს ჩვენს ძალებს «UNIFIL »ში. (ლიბანში გაეროს დროებითი ძალებში) . ორი ათასი ფრანგი ჯარისკაცი ლიბანში სამშვიდობო მისიას ცისფერჩაფხუტიანების რიგებში შეასრულებს. საფრანგეთი ასევე მზადაა უხელმძღვანელოს საერთაშორისო ძალებს, თუკი გაერო ამის სურვილს გამოთქვამს ». აქამდე პარიზი აპირებდა ლიბანის სამხრეთში 400 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, სამშვიდობო ძალების სერთო რაოდენობა 15 ათასი კაცით განისაზღვრა.
XS
SM
MD
LG