Accessibility links

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირმა გამოთქვა მზადყოფნა ლიბანში გაეროს მიერ განსაზღვრული 15 ათას

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირმა გამოთქვა მზადყოფნა ლიბანში გაეროს მიერ განსაზღვრული 15 ათას
კაციანი კონტინგენტის ნახევარი გაგზავნოს. “ევროპული კონტინგენტი სამშვიდობო ძალების ხერხემალი იქნება. და მე ძალიან, ძალიან ვამაყობ ამ მტკიცე გადაწყვეტილებით დღევანდელ შეხვედრაზე რომ მივიღეთ”, განაცხადა ანანმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. იტალია ასევე თანხმობას გამოთქვამს, გაეროს მანდატით ლიბანში 3 000 სამხედრო მოსამსახურე მიავლინოს. ამასათან, საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი მიიჩნევს, რომ ლიბანში გაეროს 15 ათასი სამხედრო მოსამსახურის ყოფნა, რასაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზულოუცია მოითხოვს, ერთობ გადაჭარბებული იქნება.
XS
SM
MD
LG