Accessibility links

logo-print

ღაზაში რამდენიმე დღის გატაცებული ოპერატორის


ღაზაში რამდენიმე დღის გატაცებული ოპერატორის მეუღლემ დღეს თხოვნით მიმართა

ღაზაში რამდენიმე დღის გატაცებული ოპერატორის მეუღლემ დღეს თხოვნით მიმართა
გამტაცებლებს, გაათავისუფლონ მისი მეუღლე ტყვეობიდან. ანიტა მაქნაუტის მიერ გამტაცებლებისადმი გაკეთებულ მიმართავში ნათქვამია, რომ მისი ქმარი და მასთან ერთად გატაცებული ტელეკომპანია “ფოქს ნიუსის” კორესპონდენტი სტივ სენტანი, არ არიან მათი მტრები. გატაცებაზე პასუხისმგებლობა იკისრა დღემდე უცნობმა გასამხედროებულმა ჯგუფმა, რომელიც მძევალთა გათავისუფლების სანაცვლოდ, შეერთებული შტატებისაგან მუსულმანი პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG