Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ახალი


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ახალი ატომური სადგური გახსნა.

ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ახალი ატომური სადგური გახსნა.
სადგური შენების პროცესში მყოფი ატომური კვლევის რეაქტორისთვის საწვავს გამოიმუშავებს. ხონდაბის სადგურის გახსნის ცერემონია თეირანიდან დაახლოებით 200 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ არაკთან ახლოს გაიმართა.
აჰმადინეჟადის განცხადებით, მისი ქვეყნის ატომური პროგრამა საფრთხეს არც ერთ ქვეყანას არ უქმნის - მათ შორის არც ისრაელს, რომელიც ”ეჭვგარეშე მტერს” წარმოადგენს. მან ირანელ ხალხს მოუწოდა, დაიცვან ქვეყანაში ატომური ტექნოლოგიის წარმოების უფლება.
რეაქტორი, რომელმაც შესაძლოა ატომური იარაღისთვის აწარმოოს პლუტონიუმი, 2009 წელს უნდა გაიხსნას.
XS
SM
MD
LG