Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი და ლიბანი მიესალმნენ ევროკავშირის


ისრაელი და ლიბანი მიესალმნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განცხადებას,

ისრაელი და ლიბანი მიესალმნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განცხადებას,
რომ გაეროს სამშვიდობო ჯარს, რომელიც ლიბანის სამხრეთში განთავსდება, მნიშვნელოვან კონტინგენტს გამოუყოფენ. პარასკევს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, მშვიდობისდამცველების 15 ათასიანი კონტინგენტი დაახლოებით ნახევრამდე შეავსონ. ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფაუზი სალუხმა, დღეს ბეირუთში განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ლიბანს დიდ დახმარებას გაუწევს: [სალუხის ხმა]: ”მოხარულები ვართ, რომ ბრიუსელის კონფერენცია დადებითი შედეგებით დასრულდა. გადაწყვეტილება, გაეროს ძალებს 7 ათასიდან 8 ათას ჯარისკაცამდე გამოეყოს, დიდი დახმარებაა ლიბანის ჯარისთვის, რომელმაც უკვე დაიწყო სამხრეთ ლიბანში განთავსება”. ისრაელის საგარეო საქმეთა მინსიტრმა, მარკ რეგევმა კი განაცხადა, რომ ”ისრაელი ევროპის ქვეყნებს ამ გადაწყვეტილების მიღებას ულოცავს”. ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანიც მიესალმა. გავრცელებული ცნობებით, ანანი ორშაბათს ბეირუთში უნდა ჩავიდეს.
XS
SM
MD
LG