Accessibility links

logo-print

ორგანიზაცია ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აცხადებს


ორგანიზაცია ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აცხადებს, რომ შეძრწუნებულია

ორგანიზაცია ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აცხადებს, რომ შეძრწუნებულია
იმ სასჯელით, რომელიც რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის კორესპონდენტს, ოღულსაფარ მურადოვას, და კიდევ ორ პირს მიესაჯათ. ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვის ბრალდებით აშხაბადის სასამართლომ მურადოვას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადამიანის უფლებათა დამცველებს, ანაყურბან ამანყლუჩევს და საფარდურდი ღაჯიევს ანალოგიური ბრალდების გამო 7 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აშხაბადის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ”აბსურდულს, უსამართლოს და უღირსს” უწოდებს.
XS
SM
MD
LG