Accessibility links

logo-print

ირანის ატომური ენერგეტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა


ირანის ატომური ენერგეტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას მყარად აქვს გადაწყვეტილი,

ირანის ატომური ენერგეტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას მყარად აქვს გადაწყვეტილი,
საკუთარი ბირთვული საწვავის წარმოება დაიწყოს. ირანს, რომელიც კვლავაც უარყოფს ბრალდებებს, რომ იგი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, საერთაშორისო სანქციები ემუქრება, თუკი აგვისტოს ბოლომდე არ შეწყვეტს ურანის გამდიდრებაზე მუშაობას, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნაა. შაბათს ირანის ქალაქ არაკში შედგა ბირთვული საწვავის საწარმოს გახსნა. გარდა ამისა, ირანმა განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტები. ირანში ფართომასშტაბიანი სამხედრო მანევრები ერთი კვირის წინ დაიწყო. დღეს თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს სხვა ქვეყნებთან კონსულტაციას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG