Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში დღეს 14 ადამიანი დაიღუპა


ბაღდადში დღეს 14 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა ბომბის აფეთქების შედეგად.

ბაღდადში დღეს 14 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა ბომბის აფეთქების შედეგად.
თვითმკვლელმა მანქანაში აიფეთქა თავი შინაგან საქმეთა მინისტრის სახლის წინ. დახოცილთაგან სულ მცირე 11 პოლიციელია. ერაყის სამხრეთში, შიიტ მებრძოლებსა და ერაყის არმიის ჯარისკაცებს შორის შეტაკების დროს 23 ადამიანი მოკლეს, დაიჭრა 70. დახოცილთა შორის არიან ჯარისკაცები, მოქალაქეები, ასევე “ალ მაჰდის არმიის” წევრები. “ალ მაჰდის” რადიკალური სასულიერო პირი მუყტადა ალ სადრი აკონტროლებს. ბრძოლა ქალაქ ალ დივანიასთან შაბათს დაიწყო.
XS
SM
MD
LG