Accessibility links

ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ მალიქი


ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ მალიქი კვლავ გამოვიდა მოწოდებით,

ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ მალიქი კვლავ გამოვიდა მოწოდებით,
დაიშალოს ქვეყანაში მოქმედი ყველა შეიარაღებული დაჯგუფება. მოწოდებამ გაიჟღერა მას მერე, რაც ორშაბათს ქალაქ ელ დივანიაში გააფთრებული ბრძოლები დაიწყო სამთავრობო ჯარებსა და შიიტ მეამბოხეებს შორის. ამ შეტაკებებში 73 ადამიანი დაიღუპა. ამჟამად ქალაქში ვითარება უკვე ნორმალურია. ბაღდადში პოლიციამ 27 გვამი აღმოაჩინა. მათ წამების ნიშნები ეტყობა. ერაყის სამხრეთსა და ჩრდილო-დასავლეთში თავდასხმებს 9 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა ცენტრალურ ერაყში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქდა დაზიანებული ნავთობსადენის მახლობლად დაღვრილი ნავთობი, რომელსაც ხალხი აგროვებდა.


XS
SM
MD
LG