Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ემხრობა თბილისის მერის


საქართველოს პრეზიდენტი ემხრობა თბილისის მერის ინიციატივას,

საქართველოს პრეზიდენტი ემხრობა თბილისის მერის ინიციატივას,
თბილისში პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემის შესახებ. დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ამა წლის 1 სექტემბრიდან დედაქალქში მცხოვრები 108 000 პენსიონერი პენსიას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მიიღებს. პრეზიდენტმა სააკავშილმა კი კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თბილისის ხელმძღვანელობამ საკუთარი ბიუჯეტის ხარჯზე შეძლო ამ ზომის მიღება. პრეზიდენტმა გამოთქვა აგრეთვე იმედი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული ახალი მმართველობები ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით შეძლებენ მომავალი წლიდან პენსიების გაზრდას ყველა რეგიონში.
XS
SM
MD
LG