Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დღესაც მოხდა აფეთქება -


თურქეთში დღესაც მოხდა აფეთქება - რიგით მეექვსე ბოლო კვირის, 27 აგვისტოს შემდეგ.

თურქეთში დღესაც მოხდა აფეთქება - რიგით მეექვსე ბოლო კვირის, 27 აგვისტოს შემდეგ.
დღეს აფეთქდა ნაგვის კონტეინერში ჩადებული ბომბი ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქ მერსინში. დაიჭრა ერთი ადამიანი. როგორც იუწყებიან, პოლიციამ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავა. წინა ხუთმა აფეთქებამ, უმეტესწილადა ზღვისპირა კურორტებში სამი კაცის სიცოცხლე შეიწირა, დაჭრილია ათობით ადამიანი. წინა აფეთქებების პასუხისმგებლობა ქურთმა მეამბოხეებმა იკისრეს.
XS
SM
MD
LG