Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა უარყო გაეროს გენერალურ მდივან


ისრაელმა უარყო გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანის მოწოდება, მოხსნას ლიბანს საჰაერო და საზღვაო ბლოკადა.

ისრაელმა უარყო გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანის მოწოდება, მოხსნას ლიბანს საჰაერო და საზღვაო ბლოკადა.
ისრაელი ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებს მას შემდეგ, რაც ძალაში შევა ზავის ყველა ელემენტი. ანანმა დღეს იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტთან მოლაპარაკებისას სცადა, მიეღწია ემბარგოსთვის ბოლოს მოღებისთვის. ემბარგო შემოიღეს ივლისში, მოძრაობა "ჰიზბოლაჰის" წინააღმდეგ 34-დღიანი ომის დაწყების შემდეგ. ოლმერტის განმარტებით, ისრაელმა უნდა გაითვალისწინოს საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესები. ანანმა კი გამოთქვა იმედი, რომ ისრაელი გაიყვანს მთელს ჯარს ლიბანის სამხრეთიდან, როგორც კი იქ გაეროს ეგიდით 5 000 ჯარისკაცი განთავსდება.
[ანანის ხმა] “ვაპირებ მთავრობებთან თანამშრომლობას, რათა გაეროს მშვიდობისდამცველთა რაოდენობა, რაც შეიძლება, მალე გაიზარდოს. ამჟამად ადგილზეა 2500 ჯარისკაცი და შევეცდებით ამ რიცხვის გაორმაგებას და მომავალ დღეებსა და კვირებში 5000-მდე ასვლას. იმედი მაქვს, რომ ამის პარალელურად გაგრძელდება ისრაელის ჯარების გაყვანა და როცა ადგილზე სათანადო რაოდენობის ჯარისკაცი გვეყოლება, ისრაელი დაასრულებს სამხედროების გაყვანას”.
გაეროს გენერალური მდივანი ამასობაში იორდანიაში ჩავიდა, მეფე აბდულასთან მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG