Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა, დაგმო ისრაელის მიერ ლიბანში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა, დაგმო ისრაელის მიერ ლიბანში
კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტი. ანანის განცხადებით, ამგვარი იარაღი დასახლებულ ადგილებში არ უნდა იქნას გამოყენებული, და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ბომბების სწრაფი გაუვნებელყოფისთვის. კოფი ანანი ისრაელს თხოვნით მიმართავს, რუკაზე მიუთითოს ყველა ის ადგილი, სადაც ამგვარი ბომბები ჩამოაგდეს. ანანმა ამის შესახებ იორდანიის მეფესთან, აბდულა მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ომის ბოლო დღეებში კასეტური ბომბების გამოყენება ოთხშაბათს გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორმა, იან ეგელანდმა დაგმო: [ეგელანდის ხმა]: ”შოკისმომგვრელი, და, ჩემი აზრით, სრულიად ამორალურია ის, რომ ბომბების 90 პროცენტი კონფლიქტის უკანასკნელი 72 საათის განმავლობაშია ჩამოგდებული, როდესაც უკვე ცხადი იყო, რომ მალე რეზოლუცია შემუშავდებოდა და კონფლიქტი დასრულდებოდა”.
ისრაელი ეგელანდის კრიტიკას უარყოფს, და აცხადებს, რომ ამგვარი იარაღის გამოყენება საერთაშორისო კანონმდებლობით დაშვებულია. კონფლიქტის დასრულების შემდეგ კასეტური ბომბების აფეთქებებს 13 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG