Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით უპასუხებენ თბილისი და სოხუმი გაეროს წინადადებას?


ლაშა ბერულავა, ზუგდიდი გაერო თბილისსა და სოხუმს სექტემბრიდან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას სთავაზობს. დიალოგისთვის საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნის არ სჯერა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას,

რომელიც მოლაპარაკების განახლების პირობად მის დღის წესრიგში კოდორის ხეობიდან ქართული სამხედრო ფორმირებების გაყვანის საკითხის ჩართვას ითხოვს. იმის გამო, თბილისი ხეობაში შეიარაღებული ძალების სამხედროთა ყოფნას უარყოფს, სოხუმთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გალში აფხაზური მილიციის დამატებითი ქვედანაყოფები გაიგზავნა, რასაც რაიონის აფხაზური ადმინისტრაცია უარყოფს. ეს საკითხი დღეს უნდა განეხილათ სოფელ ჭუბურხინჯის ოთხმხრივ შეხვედრაზე, რომელიც ჩაიშალა. ამის მიზეზებსა და გალის რაიონის სოფლებში აფხაზების მიერ ქართველთა დაკავების ფაქტებზე მოგითხრობთ რადიო თავისუფლების ზუგდიდელი კორესპონდენტი ლაშა ბერულავა.

(იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG