Accessibility links

logo-print

გაეროს ატომურმა უწყებამ, ვენაში განთავსებულმა


გაეროს ატომურმა უწყებამ, ვენაში განთავსებულმა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ,

გაეროს ატომურმა უწყებამ, ვენაში განთავსებულმა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ,
განაცხადა, რომ ირანმა ურანის გამდიდრება გაეროს მიერ დაწესებული ვადის მიუხედავად განაგრძო. ეს გაეროს უშიშროების საბჭოსთვის განკუთვნილ კონფიდენციალურ ანგარიშშია ნათქვამი. ურანის გამდიდრების შეწყვეტისთვის გამოყოფილი ვადა დღეს ამოიწურა. დოკუმენტის თანახმად, ირანმა უკანასკნელ დღეებში ურანის მცირე რაოდენობის გამდიდრება განაგრძო, და სააგენტოსთან ობიექტების შემოწმების საქმეში სათანადოდ არ ითანამშრომლა. ირანმა განაცხადა, რომ ანგარიშით ბოლომდე კმაყოფილი არ არის - თუმცა, ირანის შეფასებით, ანგარიში ”არ არის უარყოფითი”. გავრცელებული ცნობებით, ატომური უწყების ინსპექტორებმა ვერ მიაგნეს იმის დამადასტურებელ საბუთს, რომ ირანის ატომური პროგრამა სამხედრო ხასიათისაა.
გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბოლტონმა, განაცხადა რომ უშიშროების საბჭო ირანისთვის სანქციების დაწესებას უნდა შეუდგეს: [ბოლტონის ხმა]: ”ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში ცხადყოფს, რომ ირანი კვლავ არ თანამშრომლობს, დაბრკოლებებს ქმნის, და სააგენტოს ინსპექტორებს საშუალებას არ აძლევს ჩაატარონ აუცილებელი სამუშაოები, რათა დარწმუნდნენ, რომ ირანის ატომური პროგრამა მშვიდობიანია”.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, დღეს ირანი გააფრთხილა - რომ გაეროს მოთხოვნის შეუსრულებლობას ”შედეგები” მოჰყვება.
XS
SM
MD
LG