Accessibility links

ახალი ამბების სააგენტო ”პრაიმ-ნიუსი” იუწყება


ახალი ამბების სააგენტო ”პრაიმ-ნიუსი” იუწყება, რომ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

ახალი ამბების სააგენტო ”პრაიმ-ნიუსი” იუწყება, რომ
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისათვის ხუთშაბათს 18.00 საათის მონაცემებით, 11 განმცხადებლიდან 9 პოლიტიკური პარტია და ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული. როგორც პრაიმ-ნიუსს კომისიაში აცნობეს, სარეგისტრაციო განაცხადები რესპუბლიკურმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, კონსერვატორებმა, ლეიბორისტებმა, ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ, მოძრაობა ,,საქართველოს გზამ”, მრეწველებმა, ეროვნული იდეოლოგიის პარტიამ, ახალმა მემარჯვენეებმა, მერაბ კოსტავას საზოგადოებამ და პარტია ”დედა-სამშობლომ” შეიტანეს. პარტია ”დედა-სამშობლოსა” და მერაბ კოსტავას საზოგადოების განცხადებები განაცხადები ცესკომ დაუზუსტებელი ფორმალური მხარეების გამო უკან დააბრუნა, რის შემდეგ ამ ორგანიზაციებს განაცხადები აღარ შეუტანიათ. ცესკოში განაცხადების მიღების ვადა ხუშაბათს, 18:00 საათზე ამოიწურა.
XS
SM
MD
LG