Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანმა, კოფი ანანმა


გაეროს გენერალური მდივანმა, კოფი ანანმა, დამასკში მოლაპარაკება გამართა სირიის პრეზიდენტთან

გაეროს გენერალური მდივანმა, კოფი ანანმა, დამასკში მოლაპარაკება გამართა სირიის პრეზიდენტთან
ბაშარ ასადთან. მოლაპარაკების მთავარი თემა ისრაელსა და "ჰისბოლაჰის" დაჯგუფებას შორის მოქმედი ზავი და მის შესრულებასთან დაკავშირებული ზომები იყო. ანანმა სირიის ლიდერს მოუწოდა, შეწყვიტოს ლიბანისთვის იარაღის მიწოდება. [კოფი ანანის ხმა]: ”სირიის პრეზიდენტმა მაცნობა, რომ სირია უახლოეს მომავალში შემდეგ ზომებს მიიღებს: დამატებითი წვრთნების ჩატარებით, და აღჭურვილობის მიწოდებით გაზრდის და გააძლიერებს სასაზღვრო ძალებს; დაამყარებს კავშირს ლიბანის შეიარაღებულ ძალებთან, ლიბანის მესაზღვრეებთან, და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ლიბანელებს საზღვრების გამაგრების საქმეში ტექნიკურ დახმარებას აწვდიან”. ეს განცხადება ანანმა დამასკის აეროპორტში გააკეთა, რის შემდეგაც კატარში გაფრინდა. ხვალ გაეროს გენერალური მდივანი თეირანს ესტუმრება.
XS
SM
MD
LG