Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ ოსეთში გაიმართა სამგლოვიარო ღონისძიებები


ჩრდილოეთ ოსეთში გაიმართა სამგლოვიარო ღონისძიებები, რომელთა მონაწილეებმა პატივი მიაგეს

ჩრდილოეთ ოსეთში გაიმართა სამგლოვიარო ღონისძიებები, რომელთა მონაწილეებმა პატივი მიაგეს
ბესლანის საშუალო სკოლაში, ორი წლის წინათ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. 2004 წლის 1 სექტემბერს თავდამსხმელებმა მძევლად აიყვანეს სკოლის შენობაში მყოფი მოსწავლეები, მათი ოჯახის წევრები და მასწავლებლები, სულ 1200-მდე კაცი. ხულისუფლების ბრძანებით განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაიღუპა 333 ადამიანი, რომელთაგან ნახევარზე მეტს ბავშვები შეადგენდნენ. დღეს, სამგლოვიარო ცერემონიაზე გამოსვლისას, "ბესლანის დედათა" კომიტეტის წევრმა ლუდმილა პლიევამ განაცხადა: [ლუდმილა პლიევას ხმა] "ორი წელი გავიდა ჩვენი ბავშვების, ნათესავებისა და ახლობლების დაღუპვის დღიდან. მაგრამ ჩვენი ტკივილი, მათი ტკივილი, ვინც ჩვენ თანაგვიგრძნობს, არ ცხრება. ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ტერორიზმის პირუტყვული არსი, შევეჯახეთ ხელისუფლების უმოქმედობას, არაპროფესიონალიზმსა და სიცრუეს. მაგრამ ამის აღიარება დღემდე არ სურთ არც მათ, ვისაც ჩვენი და ჩვენი ბავშვების დაცვა ევალებოდა, და არც მათ, ვინც ბესლანის ტერაქტს იძიებს. გამოძიების ორგანოები დღემდე არ ამზეურებენ მიზეზებს, რომელთა გამო შესაძლებელი შეიქნა პირველ სკოლაში დაუბრკოლებელი შეღწევა და მძევლების აყვანა."
XS
SM
MD
LG