Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის
სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აფხაზური მხარე შეწყვეტს დიალოგს თბილისთან, თუ ზემო კოდორის ხეობაში არ აღდგა ივლისამდე არსებული სტატუს კვო. მოსკოვში, ინტერფაქსის სააგენტოს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბაღაფშმა განაცხადა, აგრეთვე, რომ საქართველოს არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება არც აფხაზეთთან და არც სამხრეთ ოსეთთან. 25 ივლისს საქართველოს ხელისუფლებამ ზემო კოდორის ხეობაში წესრიგის დამყარების მიზნით ძალები გაგზავნა. მას შემდეგ რუსეთისა და აფხაზთა მხარეები თბილისს სამთავრობო ძალების ხეობიდან გამოყვანისკენ მოუწოდებენ. მაგრამ თბილისი აცხადებს, რომ კოდორში მხოლოდ პოლიციური ძალები იმყოფებიან, რაც არსებულ შეთანხმებებს არ ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG