Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოკჰოლმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა


სტოკჰოლმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა მოილაპარაკეს,

სტოკჰოლმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა მოილაპარაკეს,
ნახევარი მილიარდი დოლარი გამოყონ პალესტინელთა ავტონომიის დასახმარებლად. ამ თანხიდან 60 მილიონს ევროპის კავშირი გაიღებს. კონფერენციაზე გამოსვლისას, ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს უწყების ხელმძღვანელმა იან ეგელანდმა განაცხადა: [იან ეგელანდის ხმა] "უწინ არასოდეს შევხვედრივარ ისეთ გაწბილებასა და სასოწარკვეთას, როგორის მოწმეც გავხდი ივლისში, როცა ისრაელში, ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ვიმოგზაურე. ვფიქრობ, ამ კონფერენციისა და სხვა მსგავსი ინიციატივების მთავარი მიზანია, - როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები - შევეცადოთ, ხალხს იმედი დავუბრუნოთ."
XS
SM
MD
LG