Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის განცხადებით, ნაადრევია ირანის დასჯა


ევროკავშირის განცხადებით, ნაადრევია ირანის დასჯა იმისთვის, რომ მან არ შეწყვიტა

ევროკავშირის განცხადებით, ნაადრევია ირანის დასჯა იმისთვის, რომ მან არ შეწყვიტა
ურანის გამდიდრების სამუშაოები. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკი ტუომიოიამ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული უთანხმოება ჯერ კიდევ შეიძლება, დიპლომატიური გზით მოგვარდეს და სანქციების შემოღება ნაადრევია. [ერკი ტუომიოიას ხმა] "ვფიქრობ, ჩვენ ყველას გვსურს, რომ ირანმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები. თუ თეირანის პასუხი გულწრფელია და ირანის ხელისუფლება მართლაც მზად არის მოლაპარაკებისთვის, უნდა შევთანხმდეთ ასეთი შეხვედრის შესაძლებლობაზე. ევროპის კავშირი განაგრძობს კონფლიქტის დიპლომატიურ მოგვარებაში ლიდერის როლში ყოფნას." ტუომიოია თავმჯდომარეობდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც ფინეთის ქალაქ ლაპენრანტაში გაიმართა. 31 აგვისტოს ამოიწურა ვადა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ მისცა ირანს ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს, უარი თქვას უფლებაზე, მშვიდობიანი მიზნებით გამოიყენოს ბირთვული ტექნოლოგია. დღესვე, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში აშშ-ის წარმომადგენელმა გრეგორი შულტემ განაცხადა, რომ ვაშინგტონიც მომხრეა ბირთვული ტექნოლოგიის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებისა, მაგრამ დასძინა, ექსპერტებს არ დაუდგენიათ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მართლაც მშვიდობიანი მიზნით ხორციელდებაო.
XS
SM
MD
LG