Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი


ფინეთში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა

ფინეთში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა
რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ ახალი ხელშეკრულების დადება განიხილეს. ახალი დოკუმენტი ვაჭრობის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობას ეხება. უწინდელი ხელშეკრულება, რომელიც 1996 წელს გაფორმდა, უფრო ვიწრო ხასიათის იყო. ევროკომისიის წარმომადგენელთა თქმით, სასურველია კავშირის წევრი ქვეყნები ახალი ხელშეკრულების ტექსტზე რუსეთ-ევროკავშირის სამიტამდე შეთანხმდნენ. სამიტი ნოემბერშია დანიშნული.
XS
SM
MD
LG