Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, დღეს ერაყში კონფესიებს შორის მიმდინარე სისხლიან დაპირისპირებაზე ისაუბრა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, დღეს ერაყში კონფესიებს შორის მიმდინარე სისხლიან დაპირისპირებაზე ისაუბრა
- თუმცა უარყო მოსაზრება, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომია. პარალელურად, ერაყის პრემიერ მინისტრი, ნური ალ-მალიქი, დღეს ქალაქ ნაჯაფში ჩავიდა და უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ შიიტ სასულიერო პირს, დიდ აიათოლა ალი ალ-სისტანის შეხვდა. ალ-მალიქის და ალ-სისტანის შეხვედრამდე ერაყის პოლიციამ პაკისტანიდან და ინდოეთიდან მომავალი 14 მომლოცველის გვამი აღმოაჩინა. მომლოცველები შიიტი მუსულმანების წმინდა ქალაქ ქერბალაში მიდიოდნენ. პოლიციის ინფორმაციით, ზოგიერთ გარდაცვლილს ხელები შეკრული ჰქონდა, და თავში ჰქონდა ნატყვიარი. ზოგს წამების კვალი ეტყობოდა. ქვეყნის მასშტაბით ძალადობას დღეს კიდევ 18 ადამიანი ემსხვერპლა. მიმდინარე კვირამ ერაყში გამძაფრებული ძალადობის თანხლებით ჩაიარა - დაიღუპა დაახლოებით 200 ადამიანი.
XS
SM
MD
LG