Accessibility links

logo-print

კუბის ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, სადაც


კუბის ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, სადაც შესამჩნევად გამოჯანსაღებული პრეზიდენტი,

კუბის ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, სადაც შესამჩნევად გამოჯანსაღებული პრეზიდენტი,
ფიდელ კასტრო, თავის ძმას, რაულ კასტროს, და ვენესუელის პრეზიდენტს, უგო ჩავესს ხვდება. 13 აგვისტოს კადრებთან შედარებით - როდესაც ჩავესი მას საავადმყოფოში ეწვია და 80 წლის იუბილე მიულოცა - კასტრო დღეს ბევრად მომჯობინებული ჩანდა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო, 31 ივლისს ფიდელ კასტრომ ხელისუფლება დროებით ძმას, რაულ კასტროს გადააბარა. ფიდელ კასტროს მუცლის ღრუში სისხლდენის შესაჩერებლად ოპერაცია გაუკეთეს.
XS
SM
MD
LG