Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის ირგვლივ ჩატარებული


ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის ირგვლივ ჩატარებული რეიდების შედეგად 14 ადამიანი დააპატიმრა.

ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის ირგვლივ ჩატარებული რეიდების შედეგად 14 ადამიანი დააპატიმრა.
პოლიცია ეჭვობს, რომ ეს პირები ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვაში, და ტერორისტების წვრთნაში მონაწილეობდნენ. ტერორთან დაკავშირებული სხვა გამოძიების შედეგად პოლიციამ მანჩესტერში 2 ადამიანი აიყვანა. პოლიციის ინფორმაციით, ეს დაპატიმრებები არ უკავშირდება დიდი ბრიტანეთიდან შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავების აფეთქების გეგმას - რომლის არსებობაც სამი კვირის წინ გახმაურდა. ამასთან, პოლიცია აცხადებს, რომ დღეს დაპატიმრებული პირებს არც 2005 წლის ზაფხულში ლონდონის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში მომხდარ აფეთქებებთან აქვთ კავშირი.
XS
SM
MD
LG