Accessibility links

logo-print

ერაყში დააპატიმრეს "ალ-ყაიდის" რანგით მეორე


ერაყში დააპატიმრეს "ალ-ყაიდის" რანგით მეორე ლიდერი - ჰამედ იუმა ფარის ალ-საედი.

ერაყში დააპატიმრეს "ალ-ყაიდის" რანგით მეორე ლიდერი - ჰამედ იუმა ფარის ალ-საედი.
ერაყის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ალ-საედის სახელს უკავშირებენ ერაყის ქალაქ სამარის შიიტურ მეჩეთში თებერვალში აფეთქების ორგანიზებას. ამ აფეთქებამ გაამწვავა დაძაბულობა შიიტებსა და სუნიტებს შორის, რომელთა შორის სისხლიანი დაპირისპირება დღემდე გრძელდება. ერაყელი ოფიციალური პირის განცხადებით, დაკავებულისაგან მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც მოჰყვა ერაყში ალ-ყაიდის კიდევ 11 მაღალი რანგის წარმომადგენლის დაპატიმრება ან მოკვლა. ასევე ერაყიდან გავცრელებული ინფორმაციით, ბაღდადში დღეს დილას ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა მათი ავტომანქანის ბომბზე აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG