Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ინფორმაციით, ავღანეთში მისმა და


ნატოს ინფორმაციით, ავღანეთში მისმა და თვით ავღანეთის ძალებმა მძიმე დარტყმა მიაყენეს თალიბანს

ნატოს ინფორმაციით, ავღანეთში მისმა და თვით ავღანეთის ძალებმა მძიმე დარტყმა მიაყენეს თალიბანს
სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ოთხი კანადელი ჯარისკაცი დაიღუპა თალიბანის წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან ოპერაციაში, ხოლო მეამბოხეებს შორის მსხვერპლის რიცხვი კი, ნატოს ინფორმაციით, 200-ს აღწევს. ოპერაცია შაბათს დაიწყო. ამასობაში, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ავღანეთში შაბათს ბრიტანული მზვერავი თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. როგორც იუწყებიან, დაიღუპა 14 ბრიტანლი ჯარისკაცი. თვითმფრინავი, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ეხმარებოდა ნატოს ოპერაციას, როცა, როგორც ვარაუდობენ, ტექნიკური ხარვეზის გამო ჩამოვარდა ყანდაარის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG