Accessibility links

აშშ ცდილობს დიპლომატიური გზით განახლდეს


აშშ ცდილობს დიპლომატიური გზით განახლდეს ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკება ამ ქვეყნის

აშშ ცდილობს დიპლომატიური გზით განახლდეს ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკება ამ ქვეყნის
ბირთვული პროგრამის გარშემო. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამ მიზნით სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქრისტოფერ ჰილი მოგზაურობს. იაპონიის შემდეგ ის ეწვევა სამხრეთი კორეას და ჩინეთს.
ტოკიოში ჩასვლის დროს ჰილმა თქვა, რომ ფხენიანი, იმის ნიშანს, რომ მოლაპაკების განახლება სურდეს, არ იძლევა.
(ჰილის ხმა)
“ჩრდილოეთ კორეას, ექვსმხრივი მოლაპარაკების განახლების არავითარი ინტერესი არ გამოუვლენია. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება და ამ მხრივ განვითარება გვსურს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ფხენიანი, ჩანს, სხვა აზრისაა.”

ჰილის ბოლო მოგზაურობა რეგიონში ივლისში შედგა, როცა ჩრდილოეთ კორეამ შვიდი რაკეტა გამოცადა.
XS
SM
MD
LG