Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარეობს დისკუსია ირანის ბირთვულ პროგრამაზე


მიმდინარეობს დისკუსია ირანის ბირთვულ პროგრამაზე ირანი-ევროკავშირის მოლაპარაკების თარიღის დასადგენად.

მიმდინარეობს დისკუსია ირანის ბირთვულ პროგრამაზე ირანი-ევროკავშირის მოლაპარაკების თარიღის დასადგენად.
ამ შინაარსის განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ გააკეთა. ბირთვული პროგრამის საკითხებში ირანის წარმომადგენლის, ალი ლარიჯანის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ სოლანას მოლაპარაკება, წინასწარი გეგმით, დღეისთვის ვენაში იყო დანიშნული. მაგრამ ირანელი დიპლომატის განმარტებით, მოლაპარაკება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაიმართება ავსტრიის დედაქალაქში. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაკეთდა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერაც - სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი განიხილავს ირანის წინააღმდეგ გაეროს ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერის საკითხს. თუმცა, ლავროვმა იქვე კიდევ ერთხელ გამოხატა მოსკოვის უარყოფითი დამოკიდებულება ირანთან დაკავშირებული ნებისმიერი სამხედრო ზომის მიმართ.
XS
SM
MD
LG