ალხანოვის აზრით, ეს სახელი შესაცვლელია, რადგან მას უარყოფითი დატვირთვა აქვს.
როგორია პრეზიდენტის ინიციატივაზე რეაქცია ჩეჩნებში? რამდენად არის მოსალოდნელი, რომ საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე, მრავალწლიანი სისხლისმღვრელი კონფლიქტით მოცულ რესპუბლიკას, “რესპუბლიკა ნოხჩი” ეწოდოს? ამის გასარკვევად რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიური სამსახურის ჟურნალისტს, ბაუდი მარტანოვს.
მას ჯერ “ნოხჩის” განმარტება ვთხოვეთ. [ბაუდი მარტანოვის ხმა] “ნოხჩი, პრინციპში იგივეა, რაც - თარგმანში - ჩეჩნეთის რესპუბლიკა. ჩეჩნები საკუთარ თავს უწოდებენ ნოხჩის, ან ვაინახს. ეს ორი სახელწოდება არსებობს”. ანუ ლაპარაკია ორ სინონიმზე.
რაც შეეხება იჩქერიას (როგორც ცნობილია, ჩეჩენი მეამბოხეები ჩეჩნეთს “რესპუბლიკა იჩქერიას” უწოდებენ), ბაუდი მარტანოვი განმარტავს: [ბაუდი მარტანოვის ხმა] “იჩქერია ნიშნავს შიდა ქვეყანას, მთების ქვეყანას. ეს თავის დროზე ითვლებოდა ჩეჩნეთის ნაწილად - სწორედ მთიან ნაწილად. 1994 წლის იანვარში ჯოხარ დუდაევმა გამოთქვა ჩეჩნეთისთვის სახელის გამოცვლის სურვილი და მართლაც ჩეჩნეთს იჩქერია დაარქვა. დუდაევს არ მოსწონდა ჩეჩნეთის - ამ სიტყვის - ჟღერადობა, რატომღაც მას შეურაცხმყოფელ ჟღერადობად მიიჩნევდა. და დუდაევის გადაწყვეტილებით, რომელსაც მხარი დაუჭირეს პარლამენტმაც და - როგორც მაშინ თვით დუდაევმა თქვა ჩემთან საუბარში, ხალხმაც - დამკვიდრა იჩქერია. ჩეჩნეთის რესპულიკა იჩქერია.”
მაგრამ დავუბრუნდეთ სახელწოდებას, რომლის ინიციატივაც ყოფილ პრეზიდენტ დუდაევს კი არა, ამჟამინდელ პრეზიდენტს - პრომოსკოვური ადმინისტრაციის პრეზიდენტ ალუ ალხანოვს ეკუთვნის. როგორც ირკვეავა, ნოხჩიზე ინიციატივაში ახალი არაფერია.
[ბაუდი მარტანოვის ხმა] “1990 წლის 25 ნოემბერს ჩეჩნეთში პირველად გაიმართა ჩეჩენი ხალხის კონგრესი. და ამ კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება რესპუბლიკისთვის “ნოხჩიჩუეს” დარქმევის შესახებ- რაც ნიშნავს “ჩეჩენთა ქვეყანას”. და 1992 წელს მიღებულ კონსტიტუციაში, სახელწოდება “ჩეჩნეთის რესპუბლიკის” გვერდით ფრჩხილებში წერია “ნოხჩიჩუე”.
ასე რომ ნოხჩი - საკონსტიტუციო სახელწოდებაც კი გახლავთ! ოღონდ საუბარი სეპარატისტული ხელისუფლების კონსტიტუციას ეხება. ხოლო პრომოსკოვური ადმინისტრაციის მმართველობისას, პრეზიდენტ კადიროვის დროს მიღებულ კონსტიტუციაში ნოხჩი აღარ ფიგურირებს.
ამასობაში, ცნობილი გახდა ალუ ალხანოვის ინიციატივაზე იმ კაცის რეაქცია, რომელიც ჩეჩნეთში ყველაზე გავლენიან ფიგურადაა აღიარებული: ლაპარაკია პრემიერ-მინისტრ რამზან კადიროვზე (ყოფილი, დაღუპული პრეზიდენტის ვაჟიშვილზე). მისი თქმით, ჩეჩნეთს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი, ვიდრე სახელწოდების შეცვლაა. რამზან კადიროვს ჩეჩნებს შორის, შესაძლოა, რბილად რომ ვთქვათ, შელახული რეპუტაცია ჰქონდეს, მაგრამ ამ საკითხში, მის შეფასებას, როგორც ჩანს, მართლაც იზიარებს მოსახლეობა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ჩვენს კოლეგას, ბაუდი მარტანოვს რამდენიმე სატელეფონო ინტერვიუს შემდეგ:
[ბაუდი მარტანოვის ხმა] “ვფიქრობ, დღეს რომ ჰკითხო ჩეჩნეთის მოსახლეობას, პასუხად მიიღებ, რომ ჯობს ზრუნვა გაცილებით უფრო აქტუალურ პრობლემებზე, ვიდრე სახელწოდების შეცვლაა. პრობლემა კი ჩეჩნეთში მართლაც ძალიან ბევრია”.
სწორედ იმიტომ, რომ ჩეჩნეთში ბევრია პრობლემა, სახელწოდების შეცვლა არც არის მოსალოდნელი - ეს მინიშნება რუსეთში უკვე უმაღლესი რანგის ოფიციალურმა პირებმაც გააკეთეს. სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აგორდებოდა დამატებითი დისკუსია ჩეჩნეთზე, ბოლოს კი საჭირო გახდებოდა კონსტიტუციის - რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის შეცვლა.
მაშ რაში სჭირდება ალუ ალხანოვს ეს ინიციატივა? [ბაუდი მარტანოვის ხმა] “ეს შეიძლება იყო ალხანოვის ინიციატივა, ასე ვთქვათ, თავის გამოსაჩენად - მაშინ, როცა ყველაფერში, რაც ჩეჩნეთში ხდება, პრემიერ-მინისტრ რამზან კადიროვის სიტყვები, ქმედებები და განცხადებები ჩანს”.