Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსურმა მხარემ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


ოსურმა მხარემ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სოფელ ნიქოზთან ახლოს, ცეცხლი გაუხსნა

ოსურმა მხარემ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სოფელ ნიქოზთან ახლოს, ცეცხლი გაუხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების შიდა ქართლის სამმართველოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ნიქოზთან ახლოს შემოვლას აწარმოებდნენ. სროლის შედეგად, საგანგებო დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი მალხაზ კომახიძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ორმა -კობა ნარიკაშვილმა და ზვიად გარსევანიშვილმა კი სხეულის ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღეს. დაჭრილები გორის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა ადასტურებს ცნობას ოსი პოლიციელების დაღუპვის შესახებ, თუმცა ინცინდენტში ადანაშაულებს ქართულ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს სოფლების, ნიქოზისა და ტბეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოსურ საგუშაგოზე. პარასკევს სოფელ ნიქოზში მომხდარი ინციდენტის გამო, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გაემგზავრა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში მერაბ ანთაძე.
XS
SM
MD
LG