Accessibility links

logo-print

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დაახლოებით 16


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დაახლოებით 16 ადამიანი დაიღუპა, ამერიკის შეერთებული

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დაახლოებით 16 ადამიანი დაიღუპა, ამერიკის შეერთებული
შტატების საელჩოს მახლობლად თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. აი, რა განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა რადიო “თავისუფლებას” აფეთქებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. “მე ქუჩაზე ვიმყოფები და ვხედავ დაღუპულების ცხედრებს. მათ შორის სამი უცხოელია. ეს იყო საშინელი ძალის აფეთქება. სულ მცირე ორი ავტომობილი მთლიანად განადგურდა. აფეთქების ადგილიდან 300 მეტრში მიმოფანტულია სხეულის ნაწილები.” ამერიკული სარდლობის ცნობით თავდასხმის სამიზნე იყო ამერიკული სამხედრო პატრული. შეტაკების დროს დაიღუპა 2 ამერიკელი სამხედრო და ორიც დაიჭრა.
XS
SM
MD
LG