Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამომავალი ქართული ბეჭდური მედიის მთავარ აქცენტად კვლავაც პარტია “სამართლიანობისა”


დღეს გამომავალი ქართული ბეჭდური მედიის მთავარ აქცენტად კვლავაც პარტია “სამართლიანობისა” და მისი სატელიტი პოლიტიკური ორგანიზაციების წევრთა მიმართ

წაყენებული ბრალდებები რჩება. გაზეთ “ახალ ვერსიაში” ამ თემაზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მოყვანილია რამდენიმე მიზეზი, რის გამოც იგორ გიორგაძის მომხრეთა ქსლის დაშლა დაიგეგმა. პირველი ამ მიზეზთაგან ისაა, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების აქტიურ ფაზაზე გადასვლის წინ იგორ გიორგაძის პარტია “სამართლიანობისა” და მოძრაობა “ანტისოროსში” გაერთიანებული სხვა ლიდერების განეიტრალება რუსეთისათვის საქართველოზე გავლენის შენარჩუნების უკანასკნელი იმედის მოსასპობად იყო საჭირო. რაც შეეხება მეორე მიზეზს, “ახალი ვერსიის” წყაროს ინფორმაციით, საერთო სახალხო მღელვარების დაწყება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის იგეგმებოდა. მოტივი უნდა გამხდარიყო არჩევნების გაყალბება, რის ფონზეც, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლების შესაცვლელად შეიარაღებული დაპირისპირების ვარიანტიც განიხილებოდა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა რამდენიმე მყარი არგუმენტი საიმისოდ, რომ იგორ გიორგაძის “სამართლიანობის” განეიტრალება სწორედ ახლა მოეხდინა.

იგორის აჩრდილზე საუბრობს გაზეთი “ახალი 7 დღე”. გაზეთში გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, პარტია “სამართლიანობისა” და მისი სატელიტი ორგანიზაციების საქმიანობის გამოააშკარავება იყო პიარაქცია, რომელიც გამოზნული იყო არა იმდენად ქართველი საზოგადოებისთვის, რამდენადაც საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული პოლიტიკური სუბიექტებისთვის: „სავარაუდოდ, ეს იყო დასავლეთის რეკომენდაციით განხორციელებული ოპერაცია, რომელმაც საკმაოდ დადებითი პოლიტიკური შედეგები მოუტანა ხელისუფლებას. დაგეგმილი ოპერაციით საქართველოს ხელისუფლებამ თამამად დააკაკუნა კრემლის მაღალჩინოსნების კაბინეტების კარებებზე. რადგან ჩვენი ქვეყანა არ არის იმდენად ძლიერი, რომ რუსეთს შიდა პრობლემები შეუქმნას, ამიტომ გადაწყდა საქართველოში აშკარად პრორუსული, აგენტურული, კარგად შეიარაღებული ძალების განეიტრალება.“ გაზეთი “ახალი 7 დღე” შენიშნავს, რომ შექმნილი ვითარება ძალზე წააგავს აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირა ქვეყნების გამოცდილებას, პერიოდულად რომ აპატიმრებდნენ რუსეთის ჯაშუშებს. სააკაშვილის ხელისუფლებას სურდა ეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის, თუ როგორ ებრძვის იგი რუსეთს, ნათქვამია პუბლიკაციაში, სათაურით „იგორის აჩრდილი.“

თავდაცვა ტოტალური და უპირობო, ანუ მსოფლიოში არ არსებობს ომი, რომელიც რეზერვისტებს მოეგოთ– ექსპერტთა მოსაზრებებზე დაყრდნობით, ასე აფასებს გუშინ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში პარლამენტის მიერ მოწონებულ ცვლილებებს გაზეთი “რეზონანსი”. ასეთ ტერმინებსა და ცნებებს, რაც ამ “ცვლილებაშია” ნახსენები, სამხედრო მეცნიერება არ იცნობს, აცხადებს ექსპერტი სამხედრო საკითხებში კახა კაციტაძე. ნაკლებად რადიკალურია ექსპერტი შალვა თადუმაძე, რომელიც ცვლილებებს ეთანხმება, თუმცა მას დაგვიანებულად მიიჩნევს და აქცენტს იმაზე აკეთებს, რატომ გახდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ასე მალე შესაცვლელი. ეს არ იყო სრულყოფილი დოკუმენტი. საქართველოს ხელისუფლებამ იჩქარა იმისათვის, რომ კონცეფცია შეექმნა კონცეფციისთვის და არა უსაფრთხოების სისტემის ასაშენებლად, - შენიშნავს ექსპერტი.
XS
SM
MD
LG