Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობა “ანტისოროსის” ლიდერი, სახელმწიფოს წინააღმდეგ


მოძრაობა “ანტისოროსის” ლიდერი, სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილ ამბოხებაში ბრალდებული

მოძრაობა “ანტისოროსის” ლიდერი, სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილ ამბოხებაში ბრალდებული
მაია ნიკოლეიშვილი დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც “ანტისოროსის” ლიდერმა, დანაშაული აღიარა. ეჭვმიტანილმა დაადასტურა, რომ იგი 4 მაისს ესწრებოდა შეკრებას, სადაც წარმოდგენილი იყო კონკრეტული გეგმა, რომლის განხორციელებსაც იგი დაეთანხმა. “უნდა მოგვენახა ასამდე სანდო ადამიანი, რომელიც შეიარაღებულ მოქმედებებში მიიღებდა მონაწილეობას და ამაზე თანხმობა განვაცხადე, თუმცა ეს გეგმა არ განმიხორციელებია და არავინ მინახავს”, _ აღნიშნა ნიკოლეიშვილმა, რომლის თქმითაც, დასახულ გეგმას, რომელიც იგორ გიორგაძისგან მოდიოდა, არ დაეთანხმნენ ირინა სარიშვილი და ელიზბარ ჯაველიძე. ამ ჩვენების გათვალისწინებით, მაია ნიკოლეიშვილის დაცვის მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სანაცვლოდ გირაოს სახით 10 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.
XS
SM
MD
LG