Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში, დღეს უსაფრთხოების


ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში, დღეს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებდა.

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში, დღეს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებდა.
ავღანელებმა ცნობილი საველე მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის გარდაცვალების მეხუთე წლისთავი აღნიშნეს. მასუდი თალიბების წინააღმდეგ შექმილი ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის 2001 წლის 11 სექტემბერს, შეერთებულ შტატებზე განხორციელებულ თავდასხმებამდე ორი დღით ადრე მოკლეს ჩრდილოეთ ავღანეთში. სამგლოვიარო ცერემონიაზე ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი, სიტყვით გამოვიდა: [კარზაის ხმა]: ”დღეს ავღანეთისთვის თავდადებულ ადამიანებს ვიხსენებთ. დღევანდელი დღე იმ წამებულის გახსენების დღეა, რომელმაც თავი ამ ქვეყნისთვის ბრძოლას შესწირა. ეს წამებული ადამიანი აჰმად შაჰ მასუდია. მას მე ძალიან ახლოს ვიცნობდი”. სამგლოვიარო ცერემონიამდე ერთი დღით ადრე, ქაბულში მომხდარ აფეთქებას 16 ადამიანი, მათ შორის ორი ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა.
XS
SM
MD
LG