Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს, ხავიერ


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს, ხავიერ სოლანას, და

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს, ხავიერ სოლანას, და
ატომური პროგრამის საკითხებში ირანის მთავარ წარმომადგენელს, ალი ლარიჯანის შორის ქალაქ ვენაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, სოლანამ განაცხადა, რომ მოლაპარაკება დადებით და კონსტრუქციულ ხასიათს ატარებდა. შეხვედრას ლარიჯანიმაც ”პოზიტიური” უწოდა. მოლაპარაკება ხვალ განახლდება. სოლანას და ლარიჯანის შორის გამართული მოლაპარაკებით უნდა გამოჩნდეს, მოხერხდება თუ არა ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილი კრიზისის თაობაზე შეთანხმების მიღწევა ირანს, უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას შორის. საერთაშორისო თანამეგობრობა ირანისგან ურანის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტას მოითხოვს. ირანი ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარს აცხადებს.
XS
SM
MD
LG