Accessibility links

logo-print

ავღანეთის ფაქთიის პროვინციის გუბერნატორზე თავდასხმის


ავღანეთის ფაქთიის პროვინციის გუბერნატორზე თავდასხმის პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. პროვინციის

ავღანეთის ფაქთიის პროვინციის გუბერნატორზე თავდასხმის პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. პროვინციის
დედაქალაქ გარდეზში თვითმკვლელმა ბომბი ააფეთქა გუბერნატორის ოფისთან. ტერაქტის შედეგად დაიღუპა გუბერნატორი ჰაკიმ თანივალი, ასევე მისი ძმისშვილი და მცველი. ავღანეთის სამხრეთში, ყანდაარის პროვინციაში ნატოს მეთაურობით მიმდინარე ოპერაციის მსვლელობისას, შაბათის შემდეგ 94 თალიბი მიქნა მოკლული. ნატოს წარმომადგენელი კვენტინ ინისი დეტალებით: (ინისის ხმა)
“წუხელ, ჩატარდა ოპერაციები საზღვრის პირა არეალში ზერაიას და პანჯვაისთან, ასევე არღანდაბის ხეობაში. ამ ოპერაციების დროს 94 თალიბი იქნა მოკლული, ერთი დაიჭრა”.
ავღანეთის ჩრდიოეთიდან იუწყებიან, რომ მაზარ-ი-შარიფთან პოლიციას შეტაკება მოუვიდა შეიარაღებულ პირთა რაზმთან.
XS
SM
MD
LG