Accessibility links

logo-print

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, გაერო-ს მისიის


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, გაერო-ს მისიის შტაბ-ბინაში, სოხუმში, გუშინ გამართულ შეხვედრაზე

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, გაერო-ს მისიის შტაბ-ბინაში, სოხუმში, გუშინ გამართულ შეხვედრაზე
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში მერაბ ანთაძე და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მოლაპარაკებების პროცესის აღდგენაზე შეთანხმდნენ.
შამბას განცხადებით, მხარეები მოლაპარაკებების პროცესის აღდგენის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, როგორც ოთხმხრივი (აფხაზური და ქართული მხარეების, ასევე სამშვიდობოებისა და გაერო-ს წარმომადგენელთა მონაწილეობით) შეხვედრების, ასევე საკოორდინაციო საბჭოს ფარგებში.
შამბას თქმით, ანთაძისა და მისი შეხვედრა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის ჟან არნოს ინიციატივით გაიმართა.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე აფხაზური მხარე კოდორის ხეობის ზედა ზონის დემილიტარიზაციისა და ამ ტერიტორიიდან საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების გაყვანის მოთხოვნით გამოვიდა.
მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ კოდორის ზედა ზონაში 2006 წლის ივლისში, ოპერაციის დაწყების გამო ჩაიშალა.
XS
SM
MD
LG