Accessibility links

logo-print

ძველი წიგნები თბილისში

დავით პაიჭაძე 2006 წლის ზაფხული წამყვან ქართულ გამომცემლობებს სახელმძღვანელოთა ბეჭდვაში გაეხარჯათ. როგორც წესი,

ერთი გამომცემლობა რამდენიმე სახელმძღვანელოს ბეჭდავდა. ვამბობთ ბეჭდავდა და არა დაბეჭდა, რადგან სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება და ჯერ უცნობია, ყველა სახელმძღვანელომ მოუსწრო თუ არა ბაზარს. რაც უნდა იყოს, ქართულ გამომცემლობათა სიმძლავრეები ვერ აუვიდა ერთდროულად ორ მიმართულებას - სახელმძღვანელოებისა და დანარჩენი ლიტერატურის ბეჭდვას. უახლესი ქართული გამოცემები წიგნის თაროებს აშკარად დააკლდა. ამიტომაც, ყოველკვირეული "ბიბლიოთეკის" წამყვანმა დავით პაიჭაძემ გადაწყვიტა, მზერა ძველი წიგნებისთვის მიეპყრო და თბილისის ბუკინისტურ მაღაზიებში შეევლო. ის მოგაწვდით არა მხოლოდ ფაქტებს თბილისის ბუკინისტების შესახებ, არამედ ელაპარაკება ადამიანებს, რომლებიც შეეცდებიან, გააცოცხლონ რამდენიმე ემოცია, წარსულსა და აწმყოში ძველ წიგნებთან მიახლოებას რომ უკავშირდება. დასაწყისში კი მოვისმინოთ, ვინ უფრო ეტანება ბუკინისტურ მაღაზიებს თბილისში.

[ქ-ნი ლამარას ხმა] “ხალხი აქ ყოველთვის დადის, მაგრამ განსაკუთრებით სტუდენტები ყიდულობენ წიგნებს, საკითხავ მასალას. უცხოელებიც ყიდულობენ ხოლმე უცხოურ ლიტერატურას.”

ეს ქალბატონი ლამარაა, თბილისში, რუსთაველის მეტროს გვერდით მდებარე ბუკინისტური მაღაზიის მასპინძელი. სხვისი არ ვიცი, და მე პირადად ეს ქალბატონი 20 წელია მახსოვს, ანუ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე და ზოგიერთი საგნის შესასწავლად აუცილებელ წიგნებს მხოლოდ ამ ბუკინისტურ მაღაზიაში ვაგნებდი ხოლმე. მაშინ ყველა წიგნის სათითაოდ ნახვა შეგეძლოთ, ახლა ამას ვერ შეძლებთ: წიგნები აწყვია თაროებზე და დიდ მაგიდაზეც, სადაც მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს. აქ აზრი არა აქვს წიგნების შესათვალიერებლად შესვლას, რათა თვალში რაიმე მოგხვდეს, ჭკუაში დაგიჯდეს და შეიძინო. ზუსტად უნდა იცოდე, რა გსურს და ქალბატონი ლამარაც შენი შემწე იქნება:

[ქ-ნი ლამარას ხმა] ”რა თქმა უნდა, ყველა წიგნი ვიცი. არ არსებობს წიგნი, რომ არ ვიცოდე. ისიც ვიცი, სად რა მიდევს. რამდენჯერ მიმიცია ნისიად და არ მახსოვს, რომ არ მოეტანოთ. 3, 4, 5, 10 ლარი - ყველანაირი ფასია. აქ წიგნი იყიდება იმის მიხედვით, ვის რა სჭირდება. ისე არ ხდება, მოვიდეს ვინმე და 5 ან 10 წიგნი იყიდოს, როგორც ადრე. გეტყვიან, ეს წიგნი გაქვს? თუ გაქვს, იყიდიან და წავლენ.”

[მუსიკა]

რუსთაველიდან მარჯანიშვილზე ვინაცვლებთ და კიდევ ერთ ნაცნობ ბუკინისტს ვაკითხავთ. ამჯერად ქალბატონი ნინო მხეიძე გვესაუბრება და დასაწყისში ამბობს, რომ ასე, 20 ათასი წიგნი მაინც უდევს მაღაზიაში. ქალბატონი ნინოც, მისი მტკვრისგაღმელი კოლეგის მსგავსად, ამტკიცებს, რომ აბსოლუტურად ყველა წიგნი იცის, სად დევს. აქ უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ვიღებ იმ ლიტერატურაზე, რომელსაც მყიდველი ეტანება:

[ნინო მხეიძის ხმა] „ძირითადად, კლასიკოსები. რა თქმა უნდა, ვაჟა, ილია, აკაკი - განსაკუთრებით სკოლის პერიოდის ბავშვთათვის. გამორჩეულია მედიცინა, აგრეთვე ფილოლოგიური ლიტერატურა, ლექსიკონები. თუმცა ლექსიკონები აღარ იყიდება, რადგან ახალი გამოცემები გამოდის.“

მოთხოვნა ქართველ კლასიკოსებზე შეიძლება იმითაც ავხსნათ, რომ დამოუკიდებელ საქართველოში მათი თხზულებები მეტ-ნაკლები სისრულით აღარავის გამოუცია. ცხადია, ტექსტებიცა და კომენტარებიც მომზადებულია - უბრალოდ, ჩანს, გამომცემლებს მათი დასტამბვა წამგებიანად მიაჩნიათ, რადგან ფიქრობენ, რომ სახლში ისედაც ყველას ექნება.

მაგრამ დავუბრუნდეთ ბუკინისტებს. მინდა გაგიზიაროთ ფილოლოგისა და თეოლოგის მერაბ ღაღანიძის შთაბეჭდილება თბილისის ბუკინისტურ მაღაზიებზე. მერაბი ერთხანს საქართველოში არ ცხოვრობდა:

[ღაღანიძის ხმა] “რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში არყოფნის გამო არ ვიცოდი, რა ვითარება იყო აქაურ ბუკინისტურ მაღაზიებში. რომ ჩამოვედი და პირველად ვნახე, სრულიად აღფრთოვანებული დავრჩი: უცხო თვალს მოეჩვენა, რომ თბილისის ბუკინისტურ მაღაზიებში ყველა ქართული წიგნი იდო, რაც კი ვახტანგ მეექვსის შემდეგ დაბეჭდილა. ამ მხრივ, სიტუაცია შეუდარებლად სხვანაირია, ვიდრე იყო ჩემი მოწაფეობისა და სტუდენტობის ჟამს, როცა არათუ ძვირფასი, არამედ საშუალოდ ღირებული წიგნიც ძნელი საშოვნელი იყო. ახლა ძველი წიგნების შოვნა ძალიან ადვილია. ფაქტობრივად, არ არის წიგნი (მე ქართულ წიგნებს ვგულისხმობ), რომლის შოვნაც არ შეიძლებოდეს.”

ბიბლიოფილებმა იციან, რა სიხარული ახლავს სასურველი ანდაც სრულიად მოულოდნელი წიგნის მიგნებას. თუმცა მერაბ ღაღანიძე ამბობს, რომ ეს სიხარული გაუნელდა: ჯერ ერთი, ასაკის გამო, მეორეც:

[ღაღანიძის ხმა] ”თუნდაც ის ძველი წიგნები ისე ადვილი საშოვნელია, რომ იმ განცდის გახსენებაც ძნელია და ახალ თაობას, თუკი ვინმე არის აქ მკითხველი, ვერც აღუწერ, რას ნიშნავდა იმ ერთეული წიგნის პოვნა. ასე რომ, ის სიხარული ამ მიზეზების გამო აღარ არის.”

შეიძლება დაეთანხმო მერაბს, მაგრამ მე ვიცნობ კაცს, რომელსაც ეს სიხარული ჯერაც შერჩენია. ესაა გამომცემელი და კრიტიკოსი მალხაზ ხარბედია. ასე მგონია, ინტონაციაზე შეატყობთ, რომ ძველი წიგნების ყიდვა და ფურცვლა არ მოსწყენია. თბილისის ცნობილი ბუკინისტური მაღაზიების ჩამოთვლის შემდეგ (აღმაშენებელზე, რკინიგზელთა სახლის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის წინ) მალხაზი ამბობს:

[ხარბედიას ხმა] ”სადაც ძალიან სერიოზული სიურპრიზები გველის ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, მე თვეში ერთხელ რამე ისეთი რომ არ ვიყიდო, არ არსებობს, თან ძალიან იაფად, რაც მთავარია. აი, მაგალითად, ბოლო ყველაზე სერიოზული ნადავლი: 2 ლარად ვიყიდე ნიკო მარის სერიაში გამოცემული ვუკოლ ბერიძის ”იმერულ-რაჭულ კილო-თქმათა ლექსიკონი”, გამოცემული 1916 წელს. განუწყვეტლივ ვათვალიერებ. ძალიან პატარა წიგნია, ისეთია, ჩაყლაპავ.”

მალხაზ ხარბედიას ვთხოვე, ბარემ ყველაზე დასამახსოვრებელი ძველი წიგნის ამბავი ეთქვა, რომელიც ასევე იაფად შეიძინა. მან უცებ გაიხსენა:

[ხარბედიას ხმა] ”ყველაზე მაგარი, რაც მიყიდია, კაპიკებში, ესაა: 50 ათას კუპონად ვიყიდე, მგონი, 1993 წელს დიონისე არეოპაგელის ”საღმრთოთა სახელთათვის”, რუსული გამოცემა. გამოცემულია ბუენოს-აირესში, ვიქტორ ნოზაძის პირადი ბიბლიოთეკიდანაა. შეიძლება ვიღაც დამადგეს ახლა და მითხრას, სად ნახე ეგ წიგნი, ჩემი იყო და მომპარესო. მე ვიცოდი, რომ ეს წიგნი არავის არ ჰქონდა. აკაკი გაწერელიას ჰქონდა ქსეროასლი. 60-იანი წლების ბოლოდან 70-იანების დასაწყისში დიონისე არეოპაგელი თბილისში, განსაკუთრებით რუსთველოლოგებში, მოდაშიც კი იყო.”

აქამდე ჩვენს გადაცემაში ვინც ლაპრაკობდა, ყველამ აღნიშნა წიგნების მისაწვდომობა და სიიაფე. მერაბ ღაღანიძე, მაგალითად, ასეთ დაკვირვებას გვთავაზობს:

[ღაღანიძის ხმა] ”ფასებიც სრულიად გაურკვეველი და ხან სასაცილოა ხოლმე, როცა ერთი და იგივე წიგნი შეიძლება ერთი ქუჩის სხვადასხვა კუთხეში დაგხვდეს 20 ლარად და 1 ლარად. თუმცა ესეც კარგია, რადგან ბაზარი არჩევანის საშულებას იძლევა.”

20 ლარი არ არის ყველაზე მაღალი ფასი ბუკინისტური წიგნისთვის. აი, რას ამბობს ნინო მხეიძე, მარჯანიშვილის ქუჩის ბუკინისტებიდან:

[მხეიძის ხმა] ”მაქვს ”მანედან პიკასომდე”, ”გოთიკა” (ორივე რუსულ ენაზე), თითოეული ას-ასი ლარი ღირს.”

ნურც ეს ფასი დაგაფრთხობთ, რადგან მარჯანიშვილზეც წიგნების უმეტესობა 2-დან 5 ლარამდე ღირს. მოდი, აქ დავასრულოთ საუბარი ძველ წიგნებზე. შემდგომში აუცილებლად რაიმე ახალზე ვილაპარაკებთ.

2006 წლის ზაფხული წამყვან ქართულ გამომცემლობებს სახელმძღვანელოთა ბეჭდვაში გაეხარჯათ. როგორც წესი, ერთი გამომცემლობა რამდენიმე სახელმძღვანელოს ბეჭდავდა. ვამბობთ ბეჭდავდა და არა დაბეჭდა, რადგან სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება და ჯერ უცნობია, ყველა სახელმძღვანელომ მოუსწრო თუ არა ბაზარს. რაც უნდა იყოს, ქართულ გამომცემლობათა სიმძლავრეები ვერ აუვიდა ერთდროულად ორ მიმართულებას - სახელმძღვანელოებისა და დანარჩენი ლიტერატურის ბეჭდვას. უახლესი ქართული გამოცემები წიგნის თაროებს აშკარად დააკლდა. ამიტომაც, ყოველკვირეული ბიბლიოთეკის წამყვანმა დავით პაიჭაძემ გადაწყვიტა, მზერა ძველი წიგნებისთვის მიეპყრო და თბილისის ბუკინისტურ მაღაზიებში შეევლო. ის მოგაწვდით არა მხოლოდ ფაქტებს თბილისის ბუკინისტების შესახებ, არამედ ელაპარაკება ადამიანებს, რომლებიც შეეცდებიან, გააცოცხლონ რამდენიმე ემოცია, წარსულსა და აწმყოში ძველ წიგნებთან მიახლოებას რომ უკავშირდება. დასაწყისში კი მოვისმინოთ, ვინ უფრო ეტანება ბუკინისტურ მაღაზიებს თბილისში.

XS
SM
MD
LG