Accessibility links

logo-print

აშშ-ის მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით გაიხსენეს


აშშ-ის მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით გაიხსენეს ზუსტად ხუთი წლის წინ, 11 სექტემბერს ამ ქვეყანაში მოწყობილი ტერაქტების მსხვერპლი.

აშშ-ის მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით გაიხსენეს ზუსტად ხუთი წლის წინ, 11 სექტემბერს ამ ქვეყანაში მოწყობილი ტერაქტების მსხვერპლი.
ამ წუთიდან დაიწყო ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცერემონიას შეუერთდა სახანძრო სადგურთან, მანჰეტენის აღმოსავლეთში, 343 დაღუპული მეხანძრის პატივსაცემად. ნიუ იორკში და ვაშინგტონში მაშინ 3000 ათასი ადამიანი დაიღუპა.
ნიუ იორკში ვაჭრობის მსოვლიო ცენტრის შენობას 5 წლის წინ შეატაკეს სამგზავრო ორი თვითმფრინავი გამტაცებლებმა. ვაშინგტონში, იმავე დღეს, ასევე გატაცებული თვითმფრინავი პენტაგონის შენობას შეეტაკა. ამ ტერაქტებში “ალ ყაიდას” და მისი ლიდერს ოსამა ბინ ლადენს ედება ბრალი.
“ალ ყაიდის” რანგით მეორე ლიდერმა აიმან ალ ზარყავიმ გაავრცელა ვიდეო-ფირი მიმართვით, სადაც ის სპარსეთის ყურის ქვეყნებს და ისრაელს აფრხილებს, რომ ისინი გახდებიან ტერორისტული ქსელის შემდეგი მსხვერპლი.
XS
SM
MD
LG