Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანმა თავისი ბირთვული პროგრამა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანმა თავისი ბირთვული პროგრამა
უნდა გააუქმოს, სანამ დასავლეთი მასთან წამახალისებელი პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებას დაიწყებდეს. რაისს არაფერი უთქვამს შესაძლებლობაზე, რომ მოლაპარაკება შედგეს თეირანის მხრივ პროგრამის დროებითი შეწყვეტის განმავლობაში.
გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვაელმა მოჰამად ელ ბარადეიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის და ირანის დიალოგი თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო წარმატებული იქნება. ევროკავშირის და ირანის წარმომადგენლებს, ხავიერ სოლანასა და ალი ლარიჯანის შეხვედრა ვენაში გაიმართა გუშინ.ისინი განიხილავდნენ ირანის ბირთვული პროგრამის კრიზისის მოგვარების გზებს. ლარიჯანიმ, ტელევიზიით გამოსვლისის შემდეგ განაცხადა: (ლარიჯანის ხმა) “ზოგიერთი გაუგებრობის მოგვარება მოხერხდა და არაერთი პრინციპული საკითხი შევათანხმეთ. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი და მეტი საკითხის გარშემო ვთანხმდებით. ეს პრობლემის მოგვარებაში ძალიან დაგვეხმარება.”
მოელიან, რომ ამ კვირაში კონსულტაციები გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG